შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტების მიერ ჰიდროგეოლოგიური ანგარიში - „2021-2025 წლებში მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების მონიტორინგის შედეგებისა და სადამკვირვებლო ქსელის განვითარების შესახებ“ და საველე კვლევის პრაქტიკული მეთოდოლოგია - „ნიტრატებით დაბინძურებული ან დაბინძურების რისკის ქვეშ არსებული მიწისქვეშა წყლების იდენტიფიცირება“ მომზადდა

გეოლოგია

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტების მიერ ჰიდროგეოლოგიური ანგარიში - „2021-2025 წლებში მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების მონიტორინგის შედეგებისა და სადამკვირვებლო ქსელის განვითარების შესახებ“ და საველე კვლევის პრაქტიკული მეთოდოლოგია - „ნიტრატებით დაბინძურებული ან დაბინძურების რისკის ქვეშ არსებული მიწისქვეშა წყლების იდენტიფიცირება“ მომზადდა.

ანგარიშში ასახულია სახელმწიფო ჰიდროგეოლოგიური მონიტორინგის ფარგლებში განხორციელებული კვლევითი და ანალიტიკური საქმიანობის შედეგები. მასში კომპლექსურად არის წარმოდგენილი ინფორმაცია მიწისქვეშა წყლების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შეფასების, ავტომატური მონიტორინგის სისტემის ფუნქციონირების, ისტორიული ჰიდროგეოლოგიური ინფორმაციის დამუშავებისა და დიგიტალიზაციის მიმართულებით განხორციელებული სამუშაოების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საქართველოში თანამედროვე მეთოდოლოგიების დანერგვის, მონაცემთა სისტემატიზაციისა და მონიტორინგის სადამკვირვებლო ქსელის შემდგომი განვითარების პერსპექტივებს.

ასევე, მომზადდა საველე კვლევის მეთოდოლოგია - „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების და მიწისქვეშა წყლების კვლევების მიმართულებით საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული სტანდარტების გათვალისწინებით, რომლებიც ადაპტირებულია საქართველოს რეალურ პირობებსა და პრაქტიკულ საჭიროებებზე. სახელმძღვანელო პრაქტიკული გზამკვლევია საველე კვლევებში ჩართული ჯგუფებისა და ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის.

იხილეთ ანგარიში და მეთოდოლოგია

 

გადმოწერეთ მობილური აპლიკაცია და მიიღეთ ამინდის შესახებ ადრეული გაფრთხილებები

მობილური აპლიკაცია უზრუნველყოფს ამინდის პროგნოზის შესახებ დროულ შეტყობინებებს, რათა წინასწარ იყოთ ინფორმირებული მოსალოდნელი მეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ

ცხელი ხაზი: 1501