ქ. თელავში კლიმატის ცვლილებისადმი მედეგობისა და ინტეგრირებული დაგეგმვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების პროგრამით (Horizon Europe) დაფინანსებული ინიციატივის „მედეგობისკენ მიმავალი გზები“ ფარგლებში, ქ. თელავში კლიმატის ცვლილებისადმი მედეგობისა და ინტეგრირებული დაგეგმვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაში გარემოს ეროვნული სააგენტოს, სლოვაკური კომპანია KAJO-სა და კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყებების, კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის, გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
აღნიშნულ შეხვედრაზე გარემოს ეროვნული სააგენტოსა და KAJO-ს წარმომადგენლებმა პროექტის მიმდინარე შედეგები და ძირითადი დოკუმენტები განიხილეს. ასევე, დაინტერესებულ მხარეების შორის სამუშაო სესია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც სისტემური რუკის (System Map) განხილვა და ვალიდაცია განხორციელდა. მონაწილეებმა კლიმატური რისკების ურთიერთკავშირებზე, სხვადასხვა სექტორის საჭიროებებსა და ერთიანი მიდგომების ჩამოყალიბებაზე იმსჯელეს.
პროექტი „კახეთის გვალვისადმი მედეგობის გაძლიერება“ გარემოს ეროვნული სააგენტოს, სლოვაკური კომპანია KAJO-სა და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის პარტნიორობით ინიციატივის „მედეგობისკენ მიმავალი გზები“ ფარგლებში ხორციელდება, რომელის მიზანია რეგიონის კლიმატური რისკების შეფასება, კლიმატის ცვლილებებისადმი მედეგობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის, ასევე საინვესტიციო გეგმის შემუშავება.
